უკონტაქტო პლასტიკური ბარათის შეძენა თვითმომსახურების ტერმინალებშია შესაძლებელი

 

1 აგვისტოდან, ქალაქ ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელი იქნება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, „საქართველოს ბანკის“ უკონტაქტო პლასტიკური ბარათების, „ბათუმ ქარდის“, თბილისის მერიის შეღავათიანი ბარათების და „მეტრომანის“ გამოყენებით. უკონტაქტო პლასტიკური ბარათის „ბათუმი ქარდის“ აღება შესაძლებელია „საქართველოს ბანკის“ სწრაფი გადახდის ტერმინალებში, რომლებსაც ბარათის გაცემის ფუნქცია გააჩნია და „მეტრო სერვის +”–ის სერვის ცენტრში, რომელიც ბათუმში, ვახტანგ გორგასლის N55–ში მდებარეობს.