ჩვენ შესახებ


შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ წარმოადგენს სს „ბიჯეო ჯგუფი“–ში შემავალ „ექსპრეს ტექნოლოჯიზ“ შვილობილ კომპანიას, რომელიც 2006 წელს დაარსდა და უკვე 12 წელია მთელი საქართველოს მასშტაბით, წარმატებით ოპერირებს საგადახდო ინდუსტრიაში.

„დაირექტ დებიტ ჯორჯია“ უზრუნველყოფს თვითმოსახურების ტერმინალების განსათავსებლად ლოკაციების მოძიებას, მათ ტექნიკურ მხარდაჭერასა და გამართვას, ასევე ტერმინალებში მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხების აკუმულირებას.

თვითმომსახურების ტერმინალებით, მაქსიმალურად მცირე დროში, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ნებისმიერი ტიპის სერვისის საფასურის გადახდა, როგორიცაა საბანკო და არასაბანკო მომსახურება, მობილური ოპერატორების სერვისები, კომუნალური გადასახადები თუ კინოსა და თეატრის ბილეთების შეძენა. ასევე, სატრანსპორტო ბარათის, „მეტრომანის“, რომელიც წარმოადგენს მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობის საფასურის გადახდის უნივერსალურ საშუალებას, დეპოზიტის შევსება ხდება მხოლოდ „დაირექტ დებიტ ჯორჯიას“ ტერმინალების მეშვეობით.

საქართველოს მასშტაბით, 3000–მდე თვითმომსახურების ტერმინალია განთავსებული და 24/7 ემსახურება ნებისმიერ მომხმარებელს.

2016 წელს „იუსტიციის სახლის“ მიერ გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც საქართველოს მასშტაბით, იუსტიციის სახლებში, თვითმომსახურების ტერმინალების განთავსებას გულსხმობდა, გამარჯვებული კომპანიის სტატუსით შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ სარგებლობს. ასევე, მხარდაჭერას უწევს „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალთა ქსელს. გასულ წელს კი, ახალი პროექტი ამოქმედდა, რომლის ფარგლებში ბენზიგასამართი სადგურების მფლობელი კომპანიები, სპეციალიზებული თვითმომსახურების ტერმინალების მეშვეობით, ნაღდი ფულის შეტანით მომენტალურად ასახავენ დღის ბრუნვას საკუთარ საბანკო ანგარიშებზე.

„დაირექ დებიტ ჯორჯია“ მრავალი წელია მხარს უჭერს მერიის/მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო საშუალების საგადახდო მომსახურებას, რაც მოიცავს თვითმომსახურების ტერმინალების საშუალებით, მგზავრებისთვის გადახდების (თანხების) მიღებას.

კომპანიის საქმიანობა


შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ უზრუნველყოფს თვითმოსახურების ტერმინალების განსათავსებლად ლოკაციების მოძიებას, მათ ტექნიკურ მხარდაჭერასა და გამართვას, ასევე ტერმინალებში მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხების აკუმულირებას. კომპანიამ, მომსახურების ხარისხის და სწრაფი სერვისის მიღებისთვის, ერთი ფანჯრის პრინციპის სერვისი შექმნა, რაც გულისხმობს მოლარე-ოპერატორების განთავსებას:
იუსტიციის სახლებში;
სერვისების განვითარების სააგენტოებში;
სამედიცინო დაწესებულებებში;
შპს „ყაზტრანსგაზ თბილისის“ ოფისებში;
ბათუმის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში.

    სიახლეები